გიორგი ალადაშვილი და ლევან ანდრიაშვილი თელავის ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ

თელავის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

მერიის ცნობით, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.

„პროექტის მიზანი ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებისათვის ჩოგბურთის კორტების მოდერნიზებაა. სამუშაოები 6 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობასა და უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შენობაში გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები განთავსდება.

თელავის ჩოგბურთის კორტებზე, ყოველწლიურად, საერთაშორისო დონის ტურნირები და მოსამზადებელი ვარჯიშები ტარდება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, თელავის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის კორტები ოთხივე სეზონზე საერთაშორისო დონის ტურნირების მასპინძელი გახდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები