ავთანდილ თალაკვაძემ კლინიკა „მედალფაში“ მყოფ დედებს დედის დღე მიულოცა
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კლინიკა „მედალფაში“ მყოფ დედებს დედის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ მყოფი დედები მოვინახულეთ და 3 მარტი მივულოცეთ.
ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს!“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.