მარკ ტვენი და პირველი საბეჭდი მანქანა
150 წლის წინ, 1873 წლის 1-ელ მარტს რემინგტონმა პირველი საბეჭდი მანქანის წარმოება დაიწყო. მისი შექმნის იდეა საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა: ჯერ კიდევ 1714 წელს ინგლისში სამეფო ბრძანება გაიცა, რომელიც სამეფო დანადგარის შემქნას ითხოვდა, რომელიც ტექსტს დაბეჭდავდა.
საბეჭდი მანქანა, რომელიც ცნობილია როგორც რემინგტონ №1, იყო პირველი სერიული გამოშვება და კომერციულად წარმატებული საბეჭდი დანადგარი. მან გზა გაუკვალა ყველა მომდევნო მანქანას.
მის შემუშავებაზე 1867 წლიდან მუშაობდნენ კრისტოფერ შოულზი, სამუელ სოული და კარლოს გიდდენი.
1873 წლის 1-ელ მარტს წარდგენილი იყო პირველი საწარმოო ნიმუში.
შოულზმა თავისი ნამუშევარი რემინგტონის ცნობილ ფაბრიკას შესთავაზა, რომელიც მაშინ იარაღის, საკერავი მანქანების და სასოფლო სამეურნეო მანქანების წარმოებით იყო დაკავებული.
1874 წელს ფაბრიკამ საბეჭდი მანქანის პირველი ასეული გამოუშვა. ერთ-ერთის მყიდველი აღმოჩნდა ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი.