„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ – ვინ არის ცნობილი ზღაპრის გმირის პროტოტიპი
ალისა ლიდელი ლუის კეროლის წიგნის – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” – მთავარი პერსონაჟის პროტოტიპია. ის ოქსფორდის რექტორის ქალიშვილი გახლდათ. ჩარლზ ლუთვიჯ დოჯსონი, რომელიც ლუის კეროლის ფსევდონიმით მოღვაწეობდა, მათი ოჯახის ახლო მეგობარი იყო. ის ხშირად სეირნობდა ალისასთან და მის დებთან ერთად, გოგონებს ზღაპრით ართობდა, რომელსაც თანდათან, სიარულისას იგონებდა.
მოგვიანებით, ალისას თხოვნით, ლუისმა ზღაპარი დაწერა და ხელნაწერი მას აჩუქა წარწერით – „საშობაო საჩუქარი ძვირფას გოგონას, სახსოვრად ზაფხულის დღესთან დაკავშირებით“.
ხელნაწერს თან ახლდა ალისას სურათი, რომელიც მან თავად გადაიღო. გოგონასთან მეგობრობა გულწრფელი იყო, მაგრამ ალისას მშობლები ჰყვებოდნენ, რომ ერთხელ კეროლმა მათ ქალიშვილის ხელის სთხოვა იმ დროისთვის, როდესაც ის გაიზრდებოდა.
ალისამ დიდხანს იცოცხლა, გათხოვდა და სამი შვილი გააჩინა, რომელთაგან ორი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს ალისამ კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით, აუქციონზე გაიტანა დოდჯსონის მიერ ნაჩუქარი ხელნაწერი „ალისა“, რომელიც 15 400 ფუნტად გაიყიდა.