ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ რეალობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით

ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის არასაკმარის დახმარებაში ადანაშაულებენ.

„ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები