პირველი ფერადკანიანი მსახიობი, რომელიც „ოსკარით“ დააჯილდოვეს

1940 წლის 7 თებერვალს ჰეტი მაკდენიელი გახდა ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მსახიობი, რომელიც „ოსკარით“ დააჯილდოვეს. სტატუა ჰეტის მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის მისცეს ფილმისთვის – „ქარწაღებულნი“. ასეთ ტრიუმფს არავინ მოელოდა, ვინაიდან  მანამდე ორი კვირით ადრე მსახიობი „ქარწაღებულნის“ პრემიერაზეც კი არ შეუშვეს – ის და სხვა ფერადკანიანები მოწვეულთა სიიდან ამოშალეს.
კლარკ კეიბლი ცდილობდა, რომ მაკდენიელი დაეშვათ პრემიერაზე და იმუქრებოდა, რომ ბოიკოტს გამოაცხადებდა, მაგრამ მსახიობმა დაითანხმა, რომ სკანდალი არ მოეწყო.
ჰეტი დაიბადა 1895 წელს, ყოფილი მონის ოჯახში. სცენაზე ის ბავშვობიდან იდგა. მისმა მამამ გააკეთა შოუ, რომელშიც თავის შვილებთან ერთად გამოდიოდა. 1920-იანი წლების დასაწყისში ჰეტიმ ანსამბლში სიმღერა დაიწყო, შემდეგ ის დენვერის რადიოში მიიწვიეს თავისი სიმღერების შესასრულებლად. ის პირველი ფერადკანიანი ქალი-მომღერალი გახლდათ, რომელმაც თავისი სიმღერა ამერიკის რადიოში შეასრულა.

 

არსებობს ლეგენდა, თითქოს თავად ელეონორა რუზველტმა ითხოვა ამ როლისთვის მისი მოსამსახურე აეყვანათ, მაგრამ როლი მაინც მაკდენიელმა მიიღო.
საერთო ჯამში, ჰეტი დაახლოებით 300-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მისი სახელი ტიტრებშიც კი არ არის მოხსენიებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები