23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის ეზოში, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მიწვეული სტუმრები, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

102 წლის წინ, თბილისის მისადგომებთან რუსული არმიისთვის გაწეული წინააღმდეგობა და მათი თავგანწირვა, საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

კოჯორ-ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებები, ქვეყნის გასაბჭოებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლითა და კომუნისტური მმართველობის დამყარებით დასრულდა, თუმცა ეროვნულ არმიასთან ერთად მებრძოლი ქართული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების თავგანწირულმა ბრძოლამ, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები