„შუქი არის ენერგია, რომელიც ქმნის ფორმებს“ – მხატვარი, რომელიც ჩრდილებით ხატავს
იმისთვის, რომ მზის ამოსვლა ნახო, რიჟრაჟს უნდა დაელოდო. ეს სავსებით მიესადაგება თანამედროვე ხელოვანს, ფაბრიციო კორნელის. მისი ნახატებით ტკბობა მხოლოდ მათზე სინათლის სხივის მიმართვით შეძლება.
„შუქი არის ენერგია, რომელიც ქმნის ფორმებს“, – თვლის იტალიელი ხელოვანი.
კორნელი მათემატიკური გამოთვლებით ანგარიშობს, სად არის მიმართული სინათლე, როგორ ეცემა ის და როგორ დეფორმირდება ჩრდილი. ის თავად ქმნის მეტალის, ქაღალდის ან პლასტმასის კონსტრუქციებს თავისი ნახატებისთვის.