ელიზა და მარსელა – ჰომოსექსუალი წყვილი, რომელმაც ეკლესია მოატყუა და 1901 წელს იქორწინა

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ქორწილი იყო – სან-ხორხეს ეკლესიის მღვდელმა ვერაფერი იეჭვა. თუმცა, სინამდვილეში სასიძო ქალი იყო. ცერემონია 1901 წელს ჩატარდა. ელიზას და მარსელას ქორწინება ერთადერთი ცნობილი შემთხვევაა ესპანური კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ წყვილის ტრიუმფი ხანგრძლივი არ ყოფილა.
ელიზა სანჩეს ლირიგა და მარსელა გრასია იბეასი პირველად ერთმანეთს ლა-კორუნიეში შეხვდნენ სწავლისას და მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი. ოჯახი ძალიან შეწუხებული იყო მარსელას სასიყვარულო ურთიერთობის გამო და ის მადრიდში გაგზავნეს, მაგრამ ნარსისო დე გაბრიელას ცნობით, რომელმაც წყვილის შესახებ წიგნი დაწერა, გოგონები სოფლის სკოლებში მოხვდნენ ახლო-ახლოს და ერთმანეთის ნახვა შეეძლოთ გაკვეთილების შემდეგ.
ამ დროს წყვილს იდეა გაუჩნდა. პირველ რიგში, მათ გარშემომყოფებს გააგებინეს, რომ ნაჩხუბრები იყვნენ. მარსელამ, რომელიც, გაბრიელას ცნობით, იმ დროს ორსულად იყო უცნობი მამაკაცისგან, გამოაცხადა, რომ ელიზას ბიძაშვილზე აპირებდა დაქორწინებას. ასე გამოჩნდა ამ ისტორიაში მარიო – ახალგაზრდა, რომელიც თითქოს და ლონდონში გაიზარდა ათეისტთა ოჯახში.
მოკლე ვარცხნილობით და მამაკაცის კოსტიუმით, ელიზა მარიოს სახელით შევიდა ეკლესიაში, რათა მარსელაზე დაქორწინებულიყო. ნარსისო დე გაბრიელა ამტკიცებს, რომ ქორწინება მართლაც რეგისტრირებულია და ის დღემდე ნამდვილია.
მათდა სამწუხაროდ, წყვილის საქორწინო პორტრეტი ადგილობრივი გაზეთის მთავარ ყდაზე მოხვდა სათაურით – „ქორწილი სასიძოს გარეშე“. ამან წყვილს აიძულა, რომ პორტუგალიაში გაქცეულიყო, სადაც მარსელამ ქალიშვილი გააჩინა. ესპანეთში ექსტრადირების მუქარის, სასამართლო გარჩევის და პატიმრობის შიშის გამო, 1902 წელს წყვილი გემით ბუენოს-აირესში გაემგზავრა. იქ ელიზა ეცადა, რომ მდიდარ მოხუცებულს გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ მოხუცმა თაღლითობა იეჭვა.
როგორც გაბრიელა ამბობს, ამის შემდეგ წყვილის კვალი იკარგება, მაგრამ არსებობს ცნობა, რომ ელიზამ თავი მოიკლა.
ელიზას და მარსელას ისტორია საფუძვლად უდევს ესპანელი კინორეჟისორის, იზაბელ კოიშეტის ფილმს – „წიგნის მაღაზია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები