სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები