გორის მერია: მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით კერამიკის სკოლაში მოზარდებსა და ახალგაზრდებს კერამიკაზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამით, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სკოლაში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ კერამიკაზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდი შეისწავლონ. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თანადაფინანსებული პროექტის მიზანია, არ დაიკარგოს ძველი გორული კერამიკის წარმოება და კერამიკაზე მუშაობა მომავალმა თაობამ გააგრძელოს.

“მოზარდებისა და ახალგაზრდების ტრადიციული კერამიკის შესწავლა მოხდება ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო მუზეუმში არსებულ სკოლაში და სწავლასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ სხვადასხვა გამოფენებსა თუ კონკურსებზე.

გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სკოლას გორის მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები