ხელოვანი ადამიანების მფარველობა და მეგობრობა იმპერატორთან – საიდან მოდის სიტყვა “მეცენატი”
დღეს მეცენატს უწოდებენ ადამიანს, ვინც საკუთარი კეთილი ნებით, უანგაროდ და საკუთარი სახსრებით მხარს უჭერს მეცნიერებასა და ხელოვნებას, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, საიდან მოდის ეს სიტყვა. გაი ცილნი მეცენატი ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო რომში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში. მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონდა მაღალი თანამდებობა ან წოდება. ის უბრალოდ იმპერატორ ოქტავიანეს მეგობარი გახლდათ. გაი ცილნი ხშირად ასრულებდა მის დავალებებს და გავლენას ახდენდა მასზე.
ლეგენდის თანახმად, გაიმ იპერატორი შეაკავა, რათა სასიკვდილო განაჩენი არ გამოეტანა უამრავი ადამიანისთვის, მან წამოიყვირა: „გეყოფა, ყასაბო!“
დიდი ალბათობით, მეცენატის სახელი ძალიან ვიწრო წრის მეხსიერებაში დარჩებოდა, რომ არა მისი კეთილგანწყობა პოეტების მიმართ. მათ ყოველთვის ჰქონდათ გაის მხარდაჭერის და დაცვის იმედი. მან უსახლკარო ჰორაციოსაც კი აჩუქა ერთ-ერთი თავისი სახლი.