თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს, მას შემდეგ, რაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება, ის პროცესს დისტანციურადაც არ ერთვება. სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები