როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
“საქართველოში რამდენიმე დღე, ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასები იქნება განპირობებული. 6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია იყოს ნალექი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – ქარი გაძლიერდება. მოსალოდნელია + 8, + 10 გრადუსი ტემპერატურა”,- ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
როგორც სააგენტოში ამბობენ, აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ – ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ნალექი, ზოგან თოვლის სახით. არამდგრადი ამინდები გრძელდება 7-8 თებერვლამდე, უმეტეს რაიონებში ნალექი შენარჩუნდება, მთიან რაიონებში თოვლის სახით.
“თბილისში 6-7 თებერვალს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ნალექი, ქალაქის შემოგარენში თოვლის სახით. 7 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ამიტომ ნალექი შეწყდება.
ნალექიანი ამინდები შესაძლოა პარასკევის ჩათვლით შენარჩუნდეს. ღამის საათებში ყინვები შენარჩუნებული იქნება”,- განაცხადეს სააგენტოში.