ნინო ნადირაძე – სააკაშვილის მნახველებზე: სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, არასდროს ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც უნდა მალავდეს, თუ რამე უკეთესობა აქვს პაციენტს ანალიზებში.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მნახველებს “სიხარულის ყიჟინა” აქვთ თითოეულ დაკლებულ გრამზე.

“მე არ ვიცი, მნახველები მასთან რაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რაოდენობას ადამიანების, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე, ან ეს გააკეთე, პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში”, – ამბობს ნადირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები