ნინო ნადირაძე – სააკაშვილზე: პოლიტიკური მდგენელი ხელს გვიშლის პაციენტის მკურნალობაში – პირველი დღიდანვე არის წნეხი, უნდობლობა

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ხელს პოლიტიკური მდგენელი უშლით.

როგორც მან სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, პირველივე დღიდან ექიმები არიან წნეხის ქვეშ და მათზე ხორციელდება ზეწოლა.
მისი თქმით, კლინიკის თანამშრომლების ნაწილი პირადად იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს.

“პაციენტის მკურნალობაში მთავარი არის, რომ არის ძალიან დიდ წილად პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველივე დღიდან გვიცხადებენ უნდობლობას, ფაქტობრივად ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევას მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობას, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად”, – თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები