სააკაშვილის პროცესზე რატი ბრეგაძის დაკითხვის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ რატი ბრეგაძის პროცესზე დაკითხვის შუამდგომლობა მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

შუამდგომლობაზე უარის თქმის შემდეგ, სააკაშვილის დაცვის მხარემ ყველა მოწმის დაკითხვის საკითხი მოხსნა და მხოლოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, მალხაზ ურთქმელიძის დაკითხვა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები