ნაფიცმა მსაჯულებმა მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 70 წლამდე ქალი დამნაშავედ ცნეს

გორის რაიონულ სასამართლოში ახალგაზრდა მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 70 წლამდე ქალის განაჩენი ცნობილია.
მარიამ ესტაფაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს 33 წლის ლევან გვიმრაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ესტაფაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სიახლის სამართლის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამთენიისას, 5 საათზე გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ივლის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. მიყენებული დაზიანებებით ლევან გვიმრაძე 18 ივლისს კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები