მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს კითხვებს ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები პასუხობდნენ. პროცესს დისტანციურად ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები