“ვივამედის” ექთანი: შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა, არ მყავს კადრი – ძალიან დიდი სტრესია და არავის უნდა მასთან მუშაობა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩვენი კლინიკის და ჩვენი ოჯახების ლანძღვა, უდიერად მოპყრობა. მე „ჩვენს“ იმიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულად მე არ მერჩის ბატონი მიხეილი, არასდროს, მაგრამ ჩემი კლინიკა და ჩემი თანამშრომელი არის ჩემი და გამოდის, რომ ეს მე მეხება. აი, ამის გამო არავის არ უნდა მუშაობა, თორემ ბატონ მიხეილთან მე პირადად პრობლემა არ მაქვს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ მედდამ, ქეთევან ღვინიანიძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„კონკრეტულ პაციენტთან შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა, არ მყავს კადრი. ძალიან ბევრჯერ ჩავედი მე ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება, ამიტომაც მომიწია მე მასთან მორიგეობა, რაც მე არ მეკუთვნოდა არანაირად. არ უნდათ მუშაობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ უნდათ მუშაობა. მასთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ის, რომ მე ახლა აქ ვდგავარ პირველად, ესეც ხომ სტრესია და ძალიან ბევრი სხვა რამ, თუნდაც სოციალურ ქსელში ჩვენი კლინიკის და ჩვენი ოჯახების ლანძღვა, უდიერად მოპყრობა. მე „ჩვენს“ იმიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულად მე არ მერჩის ბატონი მიხეილი, არასდროს, მაგრამ ჩემი კლინიკა და ჩემი თანამშრომელი არის ჩემი და გამოდის, რომ ეს მე მეხება. აი, ამის გამო არავის არ უნდა მუშაობა, თორემ ბატონ მიხეილთან მე პირადად პრობლემა არ მაქვს. ძალიან დიდი სტრესია და ამ სტრესების გამო არ უნდათ მასთან მუშაობა. რაც შემეხება მე, მე ცხოვრებაში იმხელა სტრესი მივიღე შვილის დაღუპვის შემდეგ, რომ არაფერი არ არის სტრესი და გაუსაძლისი ამ ქვეყანაზე. ასე რომ, მე თავისუფლად შემიძლია, მასთან ყველანაირად ვიმუშაო და ეს ყველაფერი ავიტანო, ვგულისხმობ გარემო სიტუაციებს. ჩემ მიმართ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის განწყობილი“, – განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები