ფორდების ოჯახის სირცხვილი – რატომ დააჯილდოვა ჰიტლერმა ავტომაგნატი „რკინის ჯვრით“
ჰენრი ფორდი – ანტისემიტური წიგნის ავტორი
1918 წელს ფორდმა შეიძინა გაზეთი The Dearborn Independent სპეციალურად იმისთვის, რომ ჟურნალისტიკაში ევარჯიშა. ყოველ კვირა გამოცემის გვერდებზე ბიზნესმენის სტატია იბეჭდებოდა ანტისემიტურ თემატიკაზე. 1920 წელს იმდენი პუბლიკაცია იყო, რომ ფორდმა ისინი ცალკეულ წიგნში გააერთიანა სახელად „საერთაშორისო ებრაელობა“. ის ეძღვნებოდა ებრაელების შეთქმულებას, რომლებიც მსოფლიო ბატონობისთვის იბრძოდნენ.
ჰენრი ფორდი და „Mein Kampf“
ხუთი წლის თავზე, ფორდის წიგნის გამოსვლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა გამოსცა თავისი ნაშრომი „Mein Kampf“. წიგნში ფიურერი აღფრთოვანებით საუბრობს ამერიკელზე და არაერთხელ ციტირებს მის „საერთაშორისო ებრაელობას“. ამან გამოიწვია ის, რომ ჰენრი ფორდს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ახალგაზრდები ნაციონალურ-სოციალისტური შეხედულებებით.
მესამე რაიხის უმაღლესი ორდენით დაჯილდოება
ჰიტლერს არ ავიწყდებოდა თავისი „თანამოაზრე“ და ძალიან აფასებდა მის დამსახურებას. 1938 წლის 30 ივლისს, 75 წლის ასაკში ჰენრი ფორდი ოფიციალურად დააჯილდოვეს „რკინის ჯვრის“ ორდენით. ეს მესამე რაიხის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომლის მიღებაც შეეძლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
ჰენრი ფორდი და ამერიკელები
თავად აშშ-ის მოქალაქეები არ ეთანხმებოდნენ თავის თანამემამულეს: საზოგადოება, მეცნიერები და ეკლესიაც კი ფორდის ანტისემიტური წიგნის კრიტიკით გამოვიდა. წიგნის გამოსვლის დღიდან რამდენიმე წელიწადი მაგნატს ბევრი თავდასხმის არიდება უწევდა. ბიზნესმენს ამცირებდნენ გაზეთებში, ფორდის ავტომობილებზე უარს ამბობდნენ რიგითი მოქალაქეები, ხოლო საზოგადოებაში მის გამოჩენას სტვენა მოჰყვებოდა. 1927 წელს მან აღიარა, რომ არ იყო მართალი და ბოდიში მოიხადა.
„შინდლერის სია“
კინემატოგრაფიის ისტორიაში საუკეთესო ფილმი ჰოლოკოსტის შესახებ არის „შინდლერის სია“, რომელიც მეტწილად ფორდის კომპანიის წყალობით გაჩნდა. მეწარმის შვილიშვილებმა ფილმის გადაღებისთვის გარკვეული თანხები გამოჰყვეს იმის საჩვენებლად, რომ თავისი წინაპრის შეხედულებას არ იზიარებენ.