რუსეთის თავდაცვის უწყებამ პუტინის დაცვა გააძლიერა – რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგეს(ვიდეო)

ნოვო-ოგარიოვოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგეს.

“ტელეგრამის” არხებზე წერენ, რომ სისტემები, ჯერ კიდევ 6 იანვარს იყო დაფიქსირებული.

სავარაუდოა, რომ ეს არის “პანცირ C1”.

საკითხის კომენტირებისას, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დღეს თქვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე თავდაცვის უწყებაა პასუხისმგებელი, შესაბამისად ჟურნალისტებმა კითხვებით მათ უნდა მიმართონ.

“თქვენი კითხვები თავდაცვის უწყებისკენ მინდა გადავამისამართო. ისინი არიან პასუხისმგებელი, ზოგადად, ქვეყნის და, კერძოდ, დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ყველა ზომაზე, რომელიც მიიღება, უმჯობესია ვიკითხოთ თავდაცვის სამინისტროში,” – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები