წარსულისა და მომავლის გარეშე – ლობოტომია, ფსიქოქირურგიის საშინელი ფორმა
ლობოტომია ბევრი ადამიანის ცხოვრებას ანგრევდა. ეს საშინელი პროცედურა ასევე ჩაიტარა ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის დამ, როზმარიმ. ოპერაციამ საბოლოოდ გაანადგურა ლამაზი ქალი და უგრძნობ არსებად აქცია.
ითვლებოდა, რომ ეს პროცედურა ფსიქიკურ აშლილობას კურნავდა. ექიმები პაციენტის ტვინში იჭრებოდნენ და პრეფრონტალურ ქერქს კვეთდნენ, სანამ ადამიანი გონზე იმყოფებოდა.
ამ ფოტოებზე არიან ექიმი უოლტერ ფრიმის პაციენტები ვაშინგტონიდან. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი იყო, რომელიც ამ პროცედურას ატარებდა. ექიმი იღებდა ფოტოებს „მანამდე“ და „შემდეგ“, რათა ადამიანები ამ მეთოდის სარგებლიანობაში დაერწმუნებინა.
პირველად თანამედროვე ლობოტომია ჩაატარა პორტუგალიელმა ექიმმა, ანტონიუ ეგაშ მონიშმა 1935 წელს. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ახალ მეთოდს უწევდა პროპაგანდას, რომლის თერაპევტული ეფექტის აღმოჩენის გამოც, მან ნობელის პრემია მიიღო.
ზოგიერთი პაციენტი მართლაც ბედნიერად გამოიყურებოდა, მაგრამ მათი უმეტესობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების გამო იტანჯებოდა, რაც შემდგომში მათ პიროვნებას ანგრევდა.
როზმარი კენედი ექიმ ფრიმანის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო. საშინელმა პროცედურამ ახალგაზრდა ქალი დაასახიჩრა: ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
როზმარი 1918 წელს დაიბადა და ძალიან დიდხანს იტანჯებოდა ფსიქოლოგიური აშლილობის გამო, მაგრამ ეს მას ინტელექტის ქონაში ხელს არ უშლიდა.
როდესაც გოგონამ გარდატეხის ასაკს მიაღწია, მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ქალიშვილს ხასიათის მკვეთრი ცვლილებები ჰქონდა. გოგონა სკოლა-ინტერნატიდან გამორბოდა ღამღამობით და ახლობლებმა გადაწყვიტეს, რაღაც მოემოქმედებინათ.
როდესაც როზმარის 23 წელი შეუსრულდა, მისმა მამამ, ჯო კენედიმ გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანა, სადაც ტვინის ნაწილი ამოჰკვეთეს. როზმარიმ მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა და 2005 წელს გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრიმანს სამედიცინო განათლება არ ჰქონდა, მან 3400-ზე მეტი ლობოტომია ჩაატარა 1930-1960 წლების შუალედში.
ის ირწმუნებოდა, რომ პროფესიონალურად ასრულებდა ოპერაციას და ამისთვის მხოლოდ 10 წუთი იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას მისი ნეგატიურობის და 14%-იანი სიკვდილიანობის შესახებ უყვებოდნენ, ის ძალიან პოპულარული იყო 70-იან წლებში.
1940-50-იან წლებში აშშ-ში ლობოტომია 50 000-მა ადამიანმა ჩაიტარა.