ახალციხის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოჩა ინასარიძე 6 თვის განმავლობაში არცერთ სხდომას დასწრებია, რის გამოც ის შესაძლოა საკრებულოდან გაირიცხოს, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე.
მისი განმარტებით, მასთან დაკავშირებაც კი ვერ ხერხდება.
„ახალციხის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოჩა ინასარიძე 6 თვის განმავლობაში არცერთ სხდომას დასწრებია, როგორც საკრებულოს, ისე კომისიების სხდომებს და აქედან გამომდინარე დაისვა მისი გარიცხვის საკითხი.
განხილვა იყო იურიდიულ კომისიაში, რომელმაც მხარი დაუჭირა მის გარიცხვას. ახლა საკითხი გადავიდა ბიუროში, შემდეგ კი საკრებულოში გადავა და როდესაც საკრებულო მხარს დაუჭერს ამას, შეუწყდება უფლებამოსილება.
ჩვენი თანამშრომლები ვერ უკავშირდებიან, ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა სხდომას ესწრებოდა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეც, რომელმაც თქვა, რომ გოჩა ინასარიძე საქართველოშია“, – განაცხადა ტაბატაძემ.