თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი დაიწყო
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმს, ჯეიმს კობს დაკითხავენ.
სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანასთან დაკავშირებით წერილობითი შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პენიტენციური სამსახურიდან ოქმი, კლინიკა “ვივამედიდან” კი ცნობა იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ნებართვა არ ეძლეოდა.
მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტს სააკაშვილის მინაწერი ჰქონდა, რომ მზად არის სასამართლოში მისასვლელად, რადგან ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესზე განცხადებაც წაიკითხა, რომელშიც ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს 20 იანვარს დანიშნულ სხდომაზე გამოცხადების სურვილი აქვს. აღნიშნული განცხადება მოსამართლეს წერილობითაც გადასცეს.