ტრაპიზონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 64 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე რეზო თბილისკი მოკლეს.
ამის შესახებ PrimeCrime წერს.
მკვლელობა 2023 წლის 14 იანვარს მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილია ოთხი პირი, რომლებიც თურქეთში ბულგარეთიდან ჩავიდნენ.
ისინი ცხელ კვალზე არიან დაკავებული.
თურქი სამართალდამცავები მომხდარის ყველა გარემოებასა და მიზეზს ადგენენ.