“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი წელსაც განსაკუთრებული ორიგინალურად მორთული ნაძვის ხითა და საახალწლო მორთულობით შეხვდა დამდეგ 2023 წელს. 25 დეკემბერს საზეიმოდ განათდა ლაგოდეხის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც შემოქმედებითი გუნდის მიერ არის გაფორმებული”,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
“მუნიციპალიტეტში საახალწლო კვირეული გაიმართა.
2️⃣5️⃣ დეკემბერი: განათდა ლაგოდეხის მთავარი ნაძვის ხე.
მუსიკალური ჯგუფი-მაგდა ვასაძე & Jam Station.
2️⃣6️⃣ დეკემბერი
პატარებისთვის მოეწყო უფასო ატრაქციონები, ბატუტები, გასართობი აქტივობებ, თოჯინების თეატრი.
საბავშვო გასართობი თამაშები –
პატარების განწყობაზე იზრუნა თოვლის პაპამ, თოვლის გოგონამ და ანიმაციური გმირებმა.
გაიმართა “საშობაო ბაზრობა”
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
2️⃣7️⃣ დეკემბერი
მოეწყო “საშობაო ბაზრობა”
ხოლო ახალგაზრდების განწყობაზე იზრუნა DJ-ALEX-მა.
2️⃣8️⃣ დეკემბერი
პრემიერ მინისტრის ინიციატივით გაიმართა საახალწლო ღონისძიებები.
მოეწყო “საშობაო ბაზრობა”, ორკესტრირებული მსვლელობა.
საბავშვო გასართობი აქტივობები:
სახალისო თამაშები, აზოტის შოუ, მარიონეტების შოუ, ჯაზბენდი
საბავშვო სტუდია “ლა პრიმას” კონცერტი.
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუსთან.
საღამო ჯგუფი-“რეგიონი” კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
2️⃣9️⃣ დეკემბერი
გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
3️⃣0️⃣ დეკემბერი
მუსიკალური ჯგუფები:
“Seenთეზი”
“MIX2RA-მიქსტურა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები
კომენტარი