გლდანის გამგეობამ წინასაახალწლო ღონისძიება ჩაატარა

გლდანის გამგეობამ, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ახმეტელის თეატრში უმასპინძლა.

თილისის მერიის ინფორმაციით, წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბავშვები სპექტაკლ ,,თოვლის დედოფალს“ დაესწრნენ, რის შემდეგაც მათ თოვლის პაპასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ჯამში, 600 ბავშვი დაესწრო. სპექტაკლს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები