ლალი მოროშკინა: სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ციხეს შესასვლელის გარდა გამოსასვლელი კარიც აქვს და ადამიანმა პატიმრობის წლების ისე უნდა გაიაროს, გარეთ გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში თავი გამოეყოფოდეს

“საერთოდ მისი კანი ძვირადღირებულ მასაჟებს, ბოტოქსებს და ფილერებს არის მიჩვეული და როცა ახლა ეს ყველაფერი მოაკლდა, ცხადია გარეგნობაზეც აისახა”,- ამის შესახებ პიარტექნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ციხეს შესასვლელის გარდა გამოსასვლელი კარიც აქვს და ადამიანმა პატიმრობის წლების ისე უნდა გაიაროს, გარეთ გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში თავი გამოეყოფოდეს.

“რასაც ახლა მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, მორალური თვალსაზრისით იმაზე უარესია ვიდრე კამოს მიერ საკუთარი ფეკალიების ჭამა. ვანო მერაბიშვილმა და ბაჩო ახალაიამაც კი შეძლეს, სასჯელი ბევრად უფრო ღირსეულად მოეხადათ.

სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ციხეს შესასვლელის გარდა გამოსასვლელი კარიც აქვს და ადამიანმა პატიმრობის წლების ისე უნდა გაიაროს, გარეთ გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში თავი გამოეყოფოდეს. ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც ადამიანებმა ციხეში სიცოცხლეც კი დათმეს რათა ღირსება შეენარჩუნებინათ. თუნდაც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გავიხსენოთ, რომელმაც გლდანის ციხეში მწვალებლებს თავი შეაკლა. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ისე არავინ ეპყრობა, როგორც მისი რეჟიმი სერგო თეთრაძეს და არაერთ სხვა პატიმარს მოექცა, მაგრამ სამარცხვინოდ შოუს გვთავაზობს და საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ღირსების ნატამალი არ შერჩენია.

ვესაუბრე მედიკოსების საკმაოდ ფართო წრეს, მათ შორის იმ ექიმებსაც, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სააკაშვილის მკურნალობაში და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი სრულიად შერაცხადია. რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს, სააკაშვილის წონაში კლება სრულიად ბუნებრივია, რადგან სწორედ ამ მიზნით გაიკეთა კუჭის დაპატარავების ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. ამასთან მიშა გამიზნულად არ ბანაობს, არ ივარცხნის და არ იპარსავს, რათა საზოგადოებაზე რაც შეიძლება დრამატული ეფექტი მოახდინოს.

საერთოდ მისი კანი ძვირადღირებულ მასაჟებს, ბოტოქსებს და ფილერებს არის მიჩვეული და როცა ახლა ეს ყველაფერი მოაკლდა, ცხადია გარეგნობაზეც აისახა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი მართლმსაჯულებისაგან თავის დაღწევას მოახერხებს, მაშინვე ძვირადღირებულ დერმატოლოგებსა და კოსმეტოლოგებს მიაკითხავს და ფორმაში ჩადგება.

ზელენსკი სააკაშვილის მთავარი დამკვეთია. საქართველოში შემოპარების ოპერაციის უკანაც უკრაინის პრეზიდენტი იდგა, მაგრამ გეგმა სააკაშვილის ქართველმა პარტნიორებმა ჩააფლავეს და არ შეუსრულეს დაპირება, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანს გამოიყვანდნენ და ხელისუფლებას მისი დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

ზელენსკის, არესტოვიჩის და მათი გუნდის მთავარი მიზანი იყო – უკრაინაში ომის დაწყების მომენტისათვის საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილი და ნაცები ყოფილიყვნენ. ისინი ორ სცენარს განიხილავდნენ: საქართველო – “როგორც მოსაცდელი დარბაზი”, ან საქართველო როგორც შეწირული ქვეყანა.

ერთი სცენარის მიხედვით, ზელენსკისა და მისი გარემოცვისთვის საქართველო უნდა ყოფილიყო ნავსაყუდელი, რომელსაც “დევნილი ხელისუფლების” სტატუსით შეაფარებდნენ თავს დაბომბილი და განადგურებული უკრაინიდან გაქცევის შემდეგ. ხოლო მეორე სცენარის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა. ამ ორივე სცენარის განხორციელებისათვის ზელენსკის და მის უკან მდგომ ძალებს – უპირველეს ყოვლისა ამერიკელებს, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილი სჭირდებოდათ.

უკრაინაში ომი რომ უნდა ყოფილიყო ეს კარგა ხნით ადრე იცოდნენ ამერიკისა და ბრიტანეთის დაზვერვამ, აგრეთვე ზელენსკის ხელისუფლებამ, რომელსაც წინასწარ ჰქონდათ ხელი მოწერილი უკრაინის დაშლაზე. საქმე ის არის, რომ უკრაინის ომი იმ გლობალური პროექტის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებას გულისხმობს”,- განაცხადა მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები