ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ტარდება
ფონიჭალაში ამ წუთებში სპეცოპერაცია ტარდება.
“კვირას” ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება და სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი უკვე დააკავეს.
ამასთან, “კვირას” ინფორმაციით, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.