ანრი ოხანაშვილი – ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საუბარი, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ეს შედეგი, სახელმწიფო ინტერესების იგნორირება და უგულებელყოფაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
ოხანაშვილის შეფასებით, ზოგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ეს შედეგი, სახელმწიფო ინტერესების იგნორირება და უგულებელყოფაა.
“ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის. ამ საკითხით სპეკულირება, ამ საკითხზე საუბარი, რომ ეს თურმე საქართველოს მთავრობის დამსახურება კი არ არის, პირიქით – ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო რამ მოხდა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ეს შედეგი, სახელმწიფო ინტერესების იგნორირება და უგულებელყოფაა. ამაზე საუბრობს ხალხი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმას, რომ შესაძლოა, ქართული მხარე ყოფილიყო ომის დანაშაულის ჩამდენი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.