ხონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს. მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღითაა მოკლული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.