სამტრედიაში შემოქმედებითი ჯგუფების ფესტივალი ჩატარდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების ფესტივალი ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალმა სამტრედიელებს შორის დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მასში მონაწილეობას იღებდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო და სამუსიკო, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ერთად ვიზიარებთ. მიხარია, რომ ამდენი სამტრედიელი შეიკრიბა აღნიშნულ ფესტივალზე. თითოეული ნომერი მაღალი პროფესიონალიზმით იყო წარმოდგენილი და კარგად ჩანდა როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების შრომა და ნიჭიერება. მიხარია, რომ ბევრი წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფი გვყავს სამტრედიელებს“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.