ჯუანშერ ბურჭულაძე: გადავწყვიტეთ, რომ წვევამდელებმა სამხედრო სამსახური გაიარონ მხოლოდ ჩვენთან – მივიღებთ რეზერვს, რომლის მართვაც უკეთესად შეგვეძლება

ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ თავდაცვის ახალ კოდექსის შესახებ ისაუბრა, რომლის კანონპროექტიც უკვე დაინიცირებულია. თავდაცვის მინისტრმა იმ ცვლილებაზე გააკეთა აქცენტი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

„გადავწყვიტეთ, რომ წვევამდელებმა სამხედრო სამსახური გაიარონ მხოლოდ ჩვენთან. ერთი მხრივ, ეს ჯარის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, ის ფუნქციები, რასაც წვევამდელები შსს-ს პენიტენციურ სისტემაში ასრულებენ, ვერ ვიტყვით, რომ საწყისი სამხედრო მომზადების ანალოგია. სულ სხვა მომზადებას გადიოდნენ ისინი სხვა უწყებებში. ახლა კი მივიღებთ რეზერვს, რომლის მართვაც უკეთესად შეგვეძლება. ვფიქრობთ, ამით მივაღწევთ შედეგს, რა გეგმაც გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები