აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ალი ასადოვი ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
პრემიერმინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის და ალი ასადოვის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.