ჯუანშერ ბურჭულაძე: მადლობა ევროკავშირს 20 მილიონი ევროს დახმარების დამტკიცებისთვის, რაც გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს კონკრეტული დახმარებისთვის, რაც დაუმტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული დახმარება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის იქნება გამოყენებული.
„მოგეხსენებათ, შარშან იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა გამოუყო დაახლოებით 12 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. წელს ჩვენ მივიღეთ ასევე ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.