ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
“ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ოხანაშვილის თქმით, ეს ეროვნული ინტერესებია – ქართველი ხალხის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობისა და დემოკრატიის ინტერესები.
„თუკი ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად რჩევებს მოგვცემენ, საინტერესო იქნება და მივიღებთ, თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარეშე იქნება რჩევები, უფლებას ვიტოვებთ, რომ ამ საკითხებზე გვქონდეს შესაბამისი რეაქცია. მე არ შევალ განხილვაში, კინზინგერმა რა დაწერა, არც მინახავს, სიმართლე გითხრათ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა. ეს ეროვნული ინტერესებია ჩვენი ხალხის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობისა და დემოკრატიის ინტერესები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.