ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრემიერ-მინისტრი დაინიშნა

ვლადიმერ დელბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ მოაწერა.

ე.წ. პრემიერ-მინისტრი დე ფაქტო, სახელმწიფოს მეთაურს მთავრობის პირადი შემადგენლობის შესახებ წინადადებებს წარუდგენს.

ვლადიმერ დელბა აქამდე ორჯერ ასრულებდა „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობას.

2024 წლამდე „პრემიერ-მინისტრი“ ანქვაბი იყო, ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობიდან“ გადადგომის შემდეგ კი პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა გახდა.

„საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ბადრა გუნბას გამარჯვების შემდეგ, ბგანბა გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები