ანრი ოხანაშვილი – “ნაცმოძრაობაზე“: გვახსოვს დაახლოებით 100-კაციანი აქცია – შესაძლებელია, ახლა ეს 100-კაციანი გახდეს ცოტა მეტი ან პირიქით, ნაკლები

“გააგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციების ჩატარება მათი კონსტიტუციური უფლებაა.

„გვახსოვს დაახლოებით 100-კაციანი აქცია. შესაძლებელია, ახლა ეს 100-კაციანი გახდეს ცოტა მეტი ან პირიქით – ნაკლები. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენ მას დავიცავთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები