დავით სერგეენკო: ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით ეპიდაფეთქების საშიშროება არ არსებობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყირიმ-კონგოს გავრცელებულ დაავადებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით, ეპიდაფეთქების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფექციით ძირითადად ინფიცირდებიან მეცხოველეობის სფეროს თანამშრომლები და ისინი, ვინც საქონლის ხორცის დამუშავებით არიან დაკავებული.
“ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არაა ეპიდაფეთქება, ამ რაოდენობის შემთხვევები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო. ეპიდემიოლოგიური საშიშროება ამ ეტაპზე ცალსახად არ არსებობს. მარტივი პრევენციაა რეზინის ხელთათმანების გამოყენება, რაც ინფექციის შემაკავებელი ეფექტური ფაქტორია”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ყირიმ-კონგოს დაავადების გავრცელება საქართველოში რამდენიმე ათეული წელია შეინიშნება. 2009 წლიდან დღემდე 40-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 3 პაციენტი გარდაიცვალა.