არჩილ თალაკვაძე: ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია იზოლაცია და პოლიტიკური ოფსაიდი, ისევ ამ ოპოზიციაზე აისახება უარყოფითად

“ევროპელებისთვის გაუგებარია, როდესაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, მათთვის ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკური უპასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია იზოლაცია და პოლიტიკური ოფსაიდი, ისევ ამ ოპოზიციაზე აისახება უარყოფითად.

„საარჩევნო კოდექსში გაწერილ ცვლილებებზე სკეპტიკური განცხადებებიც გაკეთდა წინასწარ ოპოზიციის მხრიდან და არ აღმოჩნდა მართებული. სინამდვილეში, წინასწარი დასკვნებით, პოზიტიურადაა შეფასებული ძირითადი ცვლილებები განსაკუთრებით, რომელიც ელექტრონული დათვლის მექანიზმების შემოტანას და არჩევნების დღეს კომისიების დაკომპლექტებას ეხება. ეუთო/ ოდირთან და ვენეციის კომისიასთან განიხილება თითოეული რეკომენდაცია, რომელიც გამოიგზავნება. ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია იზოლაცია და პოლიტიკური ოფსაიდი, ისევ ამ ოპოზიციაზე აისახება უარყოფითად. ევროპელებისთვის გაუგებარია, როდესაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, მათთვის ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და რეალურადაც ასეა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები