ცხინვალი, ცალმხრივად, “სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვრის მოწყობას” აგრძელებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვრის ცალმხრივ მოწყობას აგრძელებს”, – ნათქვამია ე.წ. უწყების ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ „ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვა, სადაც ყველაზე ხშირად დამრღვევთა დაკავება, ასევე, პირუტყვის უნებართვო გადასვლა ფიქსირდება“.
“კგბ”-მ დასძინა, რომ ამ ზომებს “სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ მკაცრად კომპეტენციის ფარგლებში და სასაზღვრო ზონაში რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას”.