ბარამიძე: გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეთა გათავისუფლება დროზე ადრე არ უნდა მომხდარიყო

   სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების გათავისუფლება დროზე ადრე არ უნდა მომხდარიყო, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ გააკეთა.
“რაც ძველმა ხელისუფლება დაგვიანებით გააკეთა გირგვლიანის მკვლელებთან მიმართებაში, ის თავიდანვე რომ გაეკეთებინა არანაირი ზედმეტი მითქმა-მოთქმა და უნდობლობა არ იქნებოდა. ადამიანებმა რომლებმაც გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს ეს მკვლელობა მაქსიმუმი, 7 წელი მიიღეს. თუმცა ჩემი აზრით, მათი გამოშვება დროზე ადრე არ უნდა მომხდარიყო. ვთვლი რომ ეს პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება იყო”, – აცხადებს ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები