თამარ სანიკიძე გია მამულაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის გია მამულაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე განმარტავს. მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი და ახალ ხელმძღვანელს ხარვეზების გამოსწორება მოუწევს.
“იქ იყო ძალიან ვრცელი ჩამონათვალი გადაცდომებისა და კანონდარღვევების, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიგვეღო. იქ ასევე ფიგურირებს ისეთი თემები, როგორიცაა დაახლოებით 400 ათასი ლარის არამიზნობრივი ხარჯვა, რომლის გამოძიებაში უკვე ჩაერთო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ამ კონკრეტულ საკითხზე რა რეაგირება ექნებათ სამართალდამცავ ორგანოებს, დაახლოებით ერთ თვეში გვეცოდინება”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი გია მამულაშვილი აუდიტის დასკვნის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. გია მამულაშვილი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები