საკრებულო დღეს თბილისის 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავს

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკეული ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდა.

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია და საფინანსო დოკუმენტის ამჟამინდელი მოცულობა 1 438 775 000 შეადგენს.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები ბიუჯეტში მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები