ოთო კახიძე: სააკაშვილისთვის ინტერპოლზე ძებნილის სტატუსის მინიჭება გაუჭირდებათ
ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ინტერპოლზე ძებნილის სტატუსის მინიჭება მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან გაუჭირდებათ. მისივე თქმით, სააკაშვილზე გამოცხადებული შიდა ძებნა არავითარ სამართლებრივ შედეგს არ მოიტანს.
„შიდა ძებნა არავითარი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის. როდესაც დარწმუნებით ვიცით, რომ პირი არ იმყოფება საქართველოში, სად უნდა მოძებნონ? იმ ფონზე, რომელიც შექმნილია დასავლეთში, არის ცალსახა აღქმა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ძალიან გაუჭირდებათ ინტერპოლზე ძებნილის სტატუსის მინიჭება მიხეილ სააკაშვილისთვის”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოაცხადა.