თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს ახალი შენობა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ახალი შენობა სრულად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.