ვალეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი იგება.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა – ირაკლი ლაზარაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელსა და ვალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები