ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია

მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

„როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და მისი ბიუჯეტი 1 150 000  ლარს შეადგენს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“, – განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მათივე ცნობით, ასევე დაიწყო რთული საგზაო მონაკვეთების განახლება მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას და მოქალაქეებს, ყოველდღიურად დაზიანებული გზით სარგებლობა უწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები