დავით სერგეენკო USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, დავით სერგეენკო USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძეს და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განვითარების მრჩეველ ეკატერინე ბოკუჩავას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრეს.
„USAID-ის საქართველოს ოფისთან საქართველოს პარლამენტს დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს ერთობლივად განხორციელებული. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათი ახალი მხარდაჭერის შესახებ იმისათვის, რომ ბავშვის უფლებათა საბჭოს მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს და კიდევ უფრო ზუსტი მიმართულებები შევიმუშაოთ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება შევძლოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის შემდეგ.